დიმიტრი ქუმსიშვილი:ერთ-ერთი მსხვილი რეფორმა, რომლის გატარებასაც ამომრჩეველს დავპირდით, უკვე შევასრულეთ

“ერთ-ერთი მსხვილი რეფორმა, რომლის გატარებასაც ამომრჩეველს დავპირდით, უკვე შევასრულეთ”, – ამის შესახებ ბიზნესფორუმზე – „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოსვლისას, საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლითაც საქართველო მომდევნო 4 წლის განმავლობაში განვითარდება, ისაუბრა შედეგებზე და იმაზე, თუ როგორ აისახება ისინი ქვეყნის კეთილდღეობაზე.
„2016 წელს ჩვენ ამომრჩევლის წინაშე 4-პუნქტიანი გეგმით წარვდექით და ერთ-ერთი მსხვილი რეფორმა, რომლის გატარებასაც დავპირდით, უკვე შევასრულეთ. ჩვენ შევცვალეთ საგადასახადო კანონმდებლობა. დღეს საქართველოში მოგების გადასახადს კომპანიები მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდიან, თუკი აღნიშნული მოგება განაწილდება დივიდენდის სახით,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
​პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობა მომავალში კიდევ ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს ბიზნესის სიმარტივის, მისი წახალისებისა და მხარდაჭერის მიმართულებით, როგორც საგადასახადო კუთხით, ისე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების სახით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები