ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური სამართლის ექსპერტს, ქრისტოფ დეგენჰარტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური სამართლის ექსპერტს, ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორს, ქრისტოფ დეგენჰარტს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასა და კონსტიტუციური რეფორმის შესახებ ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, რომელთა რეფორმირება უნდა განხორციელდეს – მათ შორის, პარლამენტთან, მართლმსაჯულების სისტემასთან, ადამიანის უფლებებთან, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქრისტოფ დეგენჰარტმა.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები