დიმიტრი ქუმსიშვილი: სტრუქტურული რეფორმების განხორციელების შემდეგ, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება

 საერთაშორისო ბიზნესფორუმზე – „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებსა და მათი იმპლემენტაციის ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. პირველმა ვიცე-პრემიერმა დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაზე ისაუბრა, რომლის განხილვაც, მისი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში უკვე მიმდინარე კვირას დაიწყება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონის მიღება დაასახელა, რომლის შესაბამისადაც, უკვე მომავალი წლიდან, ყველა შესაბამისი სტრუქტურა ამოქმედდება.
„ჩვენ საპენსიო რეფორმის კანონზე მუშაობას მიმდინარე წელს დავასრულებთ, მომავალი წლიდან კი მუშაობას დაიწყებს ყველა სათანადო სტრუქტურა,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება გადახდისუუნარობის კანონზე.
„ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს მყარი გადაწყვეტილება, რათა მასზე მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდეს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ​პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, „ყველა ამ სტრუქტურული რეფორმის განხორციელების შემდეგ, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები