„პირადად მე, პრობლემას ვერ ვხედავ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი იყოს უფრო კომპლექსური, ვიდრე მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩევა“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი იყოს უფრო კომპლექსური, ვიდრე მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩევა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, დღეს იყო შემოთავაზებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია.
“დღეს იყო შემოთავაზებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია. არაპირდაპირი არჩევის ერთი გზაა, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს. მეორე გზაა, რომ იყოს გარკვეული კომბინაცია, მაგალითად, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობით, ანუ გარკვეული ორეტაპიანი სისტემა იყოს და არა მხოლოდ პარლამენტის წევრები, არამედ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ერთობლივად ირჩევდნენ პრეზიდენტს. ჩვენ შევთანხმდით, რომ იდეის ინიციატორი წარმოადგენს ფორმულირებას და ჩვენ სამომავლოდ კიდევ მივუბრუნდებით ამ ნორმას”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მიდის დისკუსია იმის თაობაზე, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის გამოყენება არ მოხდება. ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის, ეკა გიგაურის ინფორმაციით, ახალი მოდელი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება, კომისიის წევრის, ვახტანგ ხმალაძის შეთავაზებაა. გიგაურის თქმით, მას შესაძლებელია, მმართველი გუნდი დათანხმდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები