საკონსტიტუციო კომისია განიხილავს მოდელს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს პარლამენტის გარდა, თვითმმართველობებიც აირჩევენ

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მიდის დისკუსია იმის თაობაზე, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის გამოყენება არ მოხდება.
მისვე თქმით, ასევე, საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტს არა მხოლოდ პარლამენტი აირჩევს, არამედ მის არჩევაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, ახალი მოდელი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება, კომისიის წევრის, ვახტანგ ხმალაძის შეთავაზებაა. გიგაურის თქმით, მას შესაძლებელია, მმართველი გუნდი დათანხმდეს.
“დღეს კომისიაში მიდის დისკუსია იმის თაობაზე, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის გამოყენება არ მოხდება. ასევე, საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტს არა მხოლოდ პარლამენტი აირჩევს, არამედ მის არჩევაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საბოლოო შეთანხმება ჯერ არ ყოფილა, თუმცა კომისია იცვლის პოზიციას, რომ იყოს ადგილობრივი თვითმმართველობების უფრო მეტი ჩართულობა. შესაძლებელია, ამას მმართველი გუნდი დათანხმდეს. თუკი პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებდეს. ცხადია, ამ ყველაფერთან დაკავშირებულია პარლამენტის არჩევის სისტემა – უნდა შეიცვალოს პარლამენტის არჩევის წესი და უფრო სამართლიანი გახდეს “, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებების საკითხს, გიგაურის თქმით, საერთო ჯამში, პრეზიდენტის უფლებამოსილებები დიდად არ იკვეცება, თუმცა ცვლილებები არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები