”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბათუმში სიტუაციის თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება სცადეს“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბათუმში სიტუაციის თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება სცადეს.
მინისტრის თქმით, მისთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ მოსაზრებას იზიარებს.
”მთელმა საქართველომ, მთელმა აჭარამ და მთელმა ბათუმმა იცის, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სცადეს ბათუმში სიტუაციის თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება. ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანები მზად არიან, თავიანთ პოლიტიკურ ინტერესებს გადააყოლონ ქვეყნის მშვიდობა და მოსახლეობის კეთილდღეობა”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები