თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის აზრით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ბოდიში მოიხადოს.
რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ჩუგოშვილის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა ისაუბრონ. მისივე თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.
“პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მე მგონი, ცალსახად უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც წახალისებას აკეთებდა, ართულებდა მდგომარეობას ბათუმში და ასხამდა ნავთს ცეცხლზე. მე მგონი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკური ძალის უნარი უნდა იყოს. თუ შეუძლიათ რომ წაახალისონ ვანდალიზმი, პატრულის მანქანების დაწვა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, ისიც უნდა შეეძლოთ, რომ მერე ბოდიში მოიხადონ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები