სვანეთის უბანში საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, სვანეთის უბანში საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები