ლევან იზორია ქართული არტილერიის დღესთან დაკავშირებით, ხონის II საარტილერიო ბრიგადას ეწვია (ფოტოკოლაჟი)

ქართული არტილერიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხონში, II საარტილერიო ბრიგადას ეწვია.
მინისტრთან ერთად, არტილერისტებისთვის პროფესიული დღის მისალოცად ხონში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი ჩავიდნენ.
სამწყობრო მოედანზე შეკრებილ არტილერისტებს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სიტყვით მიმართეს.
ლევან იზორიამ არტილერიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამხედრო ძალების მოდერნიზების ფარგლებში, საჰაერო თავდაცვასთან და ანტისატანკო დანაყოფების გაძლიერებასთან ერთად, არტილერიის მნიშვნელოვნად გაძლიერებაც იგეგმება, რაც ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას გულისხმობს.
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები, საპატიო სიგელები და სამახსოვრო დაფა გადასცა.
დღესვე, საარტილერიო ბრიგადაში ღია კარის დღე მოეწყო, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სამწყობრო მოედანზე სამხედრო ქვედანაყოფში არსებული საარტილერიო ტექნიკა და შეიარაღება დაეთვალიერებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები