რეზო თაბუკაშვილის „მესამე თვალის“ წარდგინება გაიმართება

15 მარტს, 17:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ რეზო თაბუკაშვილის ახალი წიგნის – „მესამე თვალის“ წარდგინება გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „მესამე თვალი“ და „DEAD END“ რეზო თაბუკაშვილის ახალი მოთხრობებია, რომლებშიც, მწერლის კარგად ნაცნობ სტილთან და მხატვრულ ტრადიციასთან ერთად, სრულიად ახალი, დაძაბული და მოულოდნელი თემებიც იხსნება.
მეტატექსტური ლაბირინთებით ნაგებ ორივე მოთხრობაში მთავარი კითხვა ისმის: სად გადის ზღვარი სინამდვილესა და წარმოსახულ (გამოგონილ ან მოთხრობილ) ამბავს შორის, სად უფრო ჩნდება ადამიანი თავისი ვნებებით და გამარჯვებებით, ამ ზღვრის რომელ ნაპირზე?
ჩამთრევი თხრობა, გამორჩეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იუმორი, ღრმა სევდა (ან პირიქით – სევდიანი სიღრმე) – ეს ყოველივე დასამახსოვრებელ ტექსტებად აქცევს რეზო თაბუკაშვილის მოთხრობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები