დმანისის ნაქალაქარის შესახებ ჯიმშერ ჩხვიმიანის ლექცია გაიმართება

16 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები” ფარგლებში, გაიმართება ჯიმშერ ჩხვიმიანის ლექცია: „შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, ეთნიკური და კონფესიური სტრუქტურის საკითხები ნაქალაქარ დმანისის მაგალითზე“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქების კვლევა ქართული არქეოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. არქეოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლენილმა მასალებმა მნიშვნელოვნად შეავსო არსებული წერილობითი ცნობები შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქების ისტორიის შესახებ – მათი წარმოშობის განმაპირობებელი ფაქტორების, ფუნქციის, შემდგომი განვითარების ეტაპების, ქალაქგეგმარების, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების თავისებურებების, ქალაქების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, ეთნიკურ-რელიგიური სურათის წარმოსაჩენად.
ამჯერად, ნაქალაქარ დმანისიდან მომდინარე არქეოლოგიური მასალების საფუძველზე, მომხსენებელი განიხილავს ზემოთმოყვანილ საკითხებს და, როგორც პარალელური მასალა, წარმოადგენს შუა საუკუნეების სხვა ქალაქებიდან მომდინარე არქეოლოგიურ მონაცემებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები