„ანას ცხოვრება“ საფესტივალო კარიერას ავსტრიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს

ნინო ბასილიას არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი „ანას ცხოვრება“ საფესტივალო კარიერას ავსტრიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს.
როგროც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ვენაში კინოფესტივალი Let’s see festival 21-27 მარტს ჩატარდება, ლოს ანჯელესში კი კინოფესტივალი SEE festtival – South Eastern Europian 26 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით გაიმართება.
ორივე ფესტივალზე “ანას ცხოვრება” ძირითად საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.
“ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი.
ფილმს უკვე აქვს კინოფესტივალის CINEMA JOVE გრან-პრი და კინოფესტივალზე Construir Cine მოპოვებული მთავარი პრიზი Merit Award; მთავარი ჯილდოები პალმა დე მაიორკასა და საფრანგეთში არასის კინოფესტივალებზე და კრიტიკოსთა საერთაშორისო ჯილდო “ფიპრესი” ქაიროს A კლასის კინოფესტივალზე.
“ანას ცხოვრება” სახალინის კინოფესტივალზეც დააჯილდოვეს. ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ეკა დემეტრაძეს კი, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები