თბილისში გალფის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

გუშინ, გვიან ღამით, კომპანია „გალფის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართი სადგურიდან წაღებულია ნავაჭრი თანხა. შემთხვევა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერები ამოიღეს და „გალფის“ თანამშრომლები დაკითხეს. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები