თამარ ჩერგოლეიშვილი ბათუმის აქციის სოლიდარობის გამო “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს

“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ბათუმის აქციის სოლიდარობის გამო “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს.
„გუშინდელი ღამის შემდეგ, იმედი მაქვს, გონიერ ხალხს კითხვები აღარ დარჩა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაიყო ენმ. ბიძინას საქმეს ვინ აკეთებს, საკუთარი სიბრიყვით და სიწუწკით, იმედია ესეც თვალსაჩინო გახდა”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტ ლაშა ბერულავას შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ჩერგოლეიშვილიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვალს და „განაყოფმა რა დააშავა“, “ტაბულას” რედაქტორი პასუხობს: „რასაკვირველია, არათუ დააშავა, არამედ შეიტენა ის, რაც გუშინ ხდებოდა, საკუთარი “სოლიდარობით”. ამ უმსგავსობაზე პოლიტიკური ხელის მოთბობა მხოლოდ უკიდურესმა იდიოტმა და მავნებელმა შეიძლება სცადოს”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები