აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის აქციაზე დაშავებულები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ ბათუმში გუშინ გამართულ აქციაზე დაზარალებულები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი მოინახულა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
პატარაძის თქმით, სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს.
“მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც იტყვის თავის სიტყვას. თუმცა ყოვლად მიუღებელია პოლიტიკური ელფერი მიეცეს ამ თემას და გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენონ ეს საბაბად და ხალხის ბედით მოახდინონ მანიპულირება. გამოძიება აუცილებლად დაადგენს ყველაფერს და ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია. 2 ადამიანი რჩება საავადმყოფოში. 32-მდე ადამიანი დაშავდა. აქ, კლინიკაში მოვედით და მოვინახულეთ ქალბატონი ციალა, ვუსურვებთ მას გამოჯანმრთელებას. უახლოეს პერიოდში იმედია ის დატოვებს ამ კლინიკას”,- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები