აჭარის პოლიცია–არავითარი ცემა! ხელი არ დააკაროთ! – სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისკენ მიემართება

ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავარ სამმართველოსთან მობილიზებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისკენ გადაადგილდება. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიონ.  სავარაუდოდ, მათ გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელეს.
მიმდინარეობს აქციის მონაწილეების დაკავების ღონისძიება. დაკავებისას ისმის მათი შეძახილები: “არავითარი ცემა! ხელი არ დააკაროთ! მანქანაში”.
ქართული ტელეარხების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რამდენიმე პირის დაკავების ფაქტიც, თუმცა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
სამართალდამცველების მოქმედებას რამდენიმე არხის კამერა თავისუფლად იღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები