კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის დროს მაშველი დაშავდა – ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე გრძელდება

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ცეცხლი 2000 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული. როგორც “კვირას” შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 17 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. დაშავდა ერთი მაშველი, რომელსაც უცხო სხეული დაეცა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის გაყვანა დროულად მოხერხდა,  მათგან არავინ დაშავებულა.
ადგილზე  საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ხანძარი საბოლოოდ ჯერ არ ჩამქრალა, თუმცა, გავრცელების საშიშროება აღარ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები