საქართველოში EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გაიხსნა

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ და ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა, ჯანეზ კოპაჩმა EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გახსნეს.
ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონული ოფისი კოორდინაციას გაუწევს პროექტის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ბაზის გაუმჯობესებას.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან “ენერგეტიკული გაერთიანებისა” და “ენერგეტიკული ქარტიის” სამდივნოები.
EU4Energy-ის მმართველობის კომპონენტი 6.8 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
იგი წარმოადგენს EU4Energy-ის უფრო ფართო, 21 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივის ნაწილს, რომელიც ასევე, ფარავს ცენტრალური აზიის ქვეყნებს.
EU4Energy-ის მმართველობის პროექტის მიზანია საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს განვითარება და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის.
მეორე რეგიონული ოფისი, რომელიც ბელორუსიას, მოლდავეთსა და უკრაინას მოემსახურება, კიევში იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები