მამუკა კაციტაძე: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესი იყო პრეზიდენტისთვის კარის დაკეტვა

“პრეზიდენტმა შესთავაზა თავის დროზე თანათავმჯდომარეობა საკონსტიტუციო კომისიაში, რაზეც უარი მიიღო”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
კაციტაძე თვლის, რომ პრეზიდენტის ინიციატივა პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ მიმართულია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ეფექტურობისთვის.
„ის, რასაც ვერ ახერხებს ჩართულობის თვალსაზრისით საკონსტიტუციო კომისია, ამას მოახერხებს დისკუსიები და ამას მე დადებითად ვაფასებ. დღეს მივდივართ ამ პრეზენტაციაზე და შემდეგ შევხედავთ, როგორ გაგრძელდება მუშაობა. დღემდე, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესი იყო კარის დაკეტვა პრეზიდენტისთვის. კონსტიტუცია არის ყველასი და პროდუქტი, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჰქვია, საყოველთაო კონსენსუსის შედეგად უნდა იქნეს მიღებული. აქ არის საუბარი სასამართლოზე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე და ათას სხვა საკითხზე, ამიტომ ეს ყველაფერი უნდ გახდეს საზოგადოების მსჯელობის საგანი. ეს არის დამხმარე პროცესი საკონსტიტუციო კომისიისთვის“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კაციტაძის ინფორმაციით მიღებული შედეგები მიეწოდება საკონსტიტუციო კომისიას და მისი მიღება ან არმიღება მხოლოდ კომისიაზე იქნება დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები