ანი მიროტაძე: პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა ამ ეტაპზე, მიზანშეწონილი არ არის

“ჩემთვის პრეზიდენტი ასოცირდება ინსტიტუტთან”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, ანი მიროტაძემ განცხადა.
მიროტაძე თვლის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა დემოკრატიული პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესი უცვლელი უნდა დარჩეს.
„ჩემთვის პრეზიდენტი არ არის კონკრეტული ადამიანის სახელთან დაკავშირებული, ამიტომ მისი ინსტიტუტის დაცვა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვასაც. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა ამ ეტაპზე, მიზანშეწონილი არ არის. კლასიკური ტიპის საპარლამენტო ინსტიტუტებში მოდელი ასე არ მუშავდება“, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანი მიროტაძე მაჟორიტარული სისტემის შეცვლის საკითხსაც შეეხო და არსებული სისტემა ფეოდალური მმართველობის გადმონაშთად შეაფასა.
„არასამთავრობო ორგანიზაცია შევთანხმდით, რომ არჩევნები უნდა იყოს მხოლოდ პროპორციული სისტემით და არსებული სისტემა არის ფეოდალური გადმონაშთი. ამ გადაწყვეტილების დარეგულირება შესაძლებელია კონსენსუსით”, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები