“პარლამენტის წევრები პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის სპექტაკლზე”

„იქნებ ვინმემ ურჩიოს პრეზიდენტს, რომ ხვალ პარლამენტის წევრები პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე და პრზიდენტის მიერ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიას აკრიტიკებს.
მდინარაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა ხვალ „შეგნებულად“ დანიშნა საკითხის განხილვა და გიორგი მარგველაშვილს „მიუღებელი მეთოდებით“ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში ამხელს.
„ამჯერად პრეზიდენტმა გადაწყვიტა სახალხო განხილვა და პარლამენტარების მიწვევა. იქნებ ვინმემ ურჩიოს, რომ ასეთ განხილვებს აქვს კანონით გაწერილი დრო. პარლამენტის წევრები ხვალ პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე. შეუძლებელია, გამორჩენოდათ, ხვალ რომ სხდომა იყო. დარწმუნებული ვარ, ესეც შეგნებულად გააკეთეს, როგორც წინა შემთხვევის დროს, როდესაც კომიტეტის სხდომების მიუხედავად, განცხადებებს ავრცელებდნენ ფრაქციებს უნდა შევხვდეთო. სწორედ ესაა უპატივცემულობა, რაც არ ჯდება არც ერთი მოქალაქის ინტერესში. მიუხედავად ასეთი გამოხტომებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას კომისიის ფარგლებში და დავდებთ ისტორიულ შედეგს ახალი, გამართული კონსტიტუციის სახით, პრეზიდენტი კი, როგორც ჩანს, გააგრძელებს მსგავსი მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პროცესს ვერ შეაჩერებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიწვეულნი არიან პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, თუ როგორია მისი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები