აბაშიშვილი: პრეზიდენტისადმი აქამდე არსებული მუქარებს დაემატა მუქარა – აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს ხალხს

“პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა მუქარა – აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს”, – ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.
„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს ჩავაყენეთ საზოგადოება საქმის კურსში, რომ ძალიან ფართოდ უზრუნველვყოფდით დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს, დაემატა მუქარა – აკრძალვა საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს პრეზიდენტი, რომელიც თავად არის კონსტიტუციის გარანტი. ეს საკითხი არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, „გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები