გია გვიჩიანი: დატკბით თავისუფლებით, მოეფერეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს

“დატკბით თავისუფლებით, მოეფერეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს. ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა ბედნიერებაა“, – ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე “თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გია გვიჩიანი წერს, რომელიც სააპელაციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ უდანაშაულოდ ცნო. გია გვიჩიანი მხარდამჭერებს მადლობას უხდის.
„7 მარტს, 11 წლის წინ, სააკაშვილის რეჟიმმა უკანონოდ დამაპატიმრა. იუბილე მაქვს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა, ვინც მომილოცა და ვისაც გაუხარდა ჩემი გათავისუფლება. უკვე ორი კვირაა, ვტკბები სიცოცხლით, ადამიანებთან ურთიერთობით, ქუჩაში სიარულით. მინდა ამ ბედნიერების ყოველი წამი შევიგრძნო. დატკბით თავისუფლებით, მოეფერეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს. ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა ბედნიერებაა“, – წერს გია გვიჩიანი.
„თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები გამართლდნენ. სააპელაციო სასამართლომ გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია უდანაშაულოდ ცნო, ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები