ვასილ მაღლაფერიძე: “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ყველა ტელევიზიის სერიოზული კონკურენტი იქნება

დღევანდელი გადაწყვეტილებების შემდეგ, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ყველა დანარჩენი ტელევიზიის“, – ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” დღეს ახალი ენერგია მიიღო.
„მე ხელი მოვაწერე ბრძანებას ამ რეფორმასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომ ახალი ენერგიით გავაგრძელოთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ფუნქციონირება. გპირდებით, რომ უახლოეს მომავალში “საზოგადოებრივი მაუწყებელი” იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ყველა დანარჩენი ტელევიზიის და იქნება ფლაგმანი ქართულ ტელესივრცეში“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები