საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა იმავე მისამართზე აშენდება

“საზოგადოებრივ მაუწყებელს” ახალი შენობა ექნება. როგორც სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” ახალი შენობა აშენდება და კოსტავას 68 -ში განთავსდება.
ახალი შენობა იმავე ტერიტორიაზე აშენდება, რა მისამართზეც ამჟამად “საზოგადოებრივი მაუწყებლის” რამდენიმე კორპუსია განთავსებული.
შენობასთან დაკავშირებით საუბარია არხის ახალი მენეჯმენტის სამოქმედო გეგმაშიც. მასში აღნიშნულია, რომ ახალი შენობის პროექტირების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებული ტენდერი, სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები