ზაზა პაპუაშვილი: ვერ ვიგებ იმ ადამიანებისას, რომლებიც სააკაშვილს ებრძოდნენ და დღეს „რუსთავი-2“-ს იცავენ

“გაოცებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ასე მკვეთრად იცვლიან პოზიციას”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.
ზაზა პაპუაშვილი აქცენტს იმ პოლიტიკოსებზე და საზოგადო მოღვაწეებზე აკეთებს, ვინც, მისი აზრით, საკუთარი პროფესიით წარმატებას ვერ მიაღწია. პაპუაშვილი ბლოკების გაუქმების იდეას ეხმაურება და თვლის, რომ ეს მიუღებელი მხოლოდ „ნულპროცენტიანი“ პოლიტიკოსებისთვის იქნება.
„მე ვერ ვიგებ იმ ადამიანებისას, რომლებიც ოდესღაც სააკაშვილს ებრძოდნენ და დღეს კბილებით იცავენ მის ტელეკომპანიას, მაშინ იყვნენ მართლები თუ ახლა? სწორედ ასეთ “ნულოვან” პოლიტიკოსებს და მწერლებს არ სურთ ბლოკების გაუქმება, რადგან მათი პოლიტიკა აღარავის ესმის, მათ წიგნს არავინ კითხულობს და ბლოკში გაერთიანებით, ისინი შეძლებენ იმ მასას შეერიონ, რომლებიც შესაძლოა, რაღაც პროცენტით მოხვდნენ პარლამენტში“, – გაანცხადა ზაზა პაპუაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები