ზაზა პაპუაშვილი: უნდა დაბალანსდეს ფუნქციები სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის

მე ვფიქრობ, რომ ეს არის საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს არ ამართლებს”, – ამის შესახებ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.​პაპუაშვილი თვლის, რომ მმართველობის დროს, ქვეყნის ინსტიტუტები ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა მოდიოდნენ. პაპუაშვილისთვის მისაღებია საპრეზიდენტო წყობა, თუმცა თვლის, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ წყობამ არ გაამართლა.„უნდა მივაგნოთ ჩვენი ბედნიერებისთვის აუცილებელ მდგომარეობას და ისეთ მმართველობას, რომელიც კარგად აამუშავებს მექანიზმს. მე ვფიქრობდი, რომ ეს ქვეყანა იყო წმინდა საპრეზიდენტო მმართველობის, თუმცა არსებულმა პრაქტიკამ ვერ გაამართლა. უნდა მოვნახოთ მმართველობის ისეთი ფორმა, როგორიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება. იდეალური მმართველობა არ არსებობს, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მოვარგოთ ქვეყნის ინტერესი“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები