„ფრანკოფონია 2017“ – მარტში მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები გაიმართება

„ფრანკოფონია 2017“ იწყება – საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო, კანადის საელჩო და რუმინეთის საელჩო, მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წელსაც, მრავალი ღონისძიების საშუალებით, მსურველი ეზიარება ფრანკოფონიას და ფრანკოფონულ კულტურას.
20 მარტს ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება და საქართველოც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, უერთდება აღნიშნულ დღესასწაულს. მთელი მარტის თვის განმავლობაში მრავალფეროვანი  კულტურული, ლიტერატურული, კინემატოგრაფიული, მუსიკალური და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება. კერძოდ, პროგრამაშია: ფრანგი მწერლის, ოლივიე როლენის ვიზიტი, კინოსეანსები ფრანგულენოვანი ფილმების დღეების ფარგლებში, კონცერტები და სხვა. ამასთანავე, მრავალი შეხვედრა, კონფერენცია, „მრგვალი მაგიდა“ და პრეზენტაცია გაიმართება როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში.
„ფრანკოფონია 2017“-ის ფარგლებში გაიმართება კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები