მარგერიტ იურსენარის “ადრიანეს მოგონებების” წარდგინება გაიმართება

10 მარტს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, მარგერიტ იურსენარის “ადრიანეს მოგონებების” წარდგინება გაიმართება. მთარგმნელი: მერაბ ფიფია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წარდგინება შედგება „ფრანკოფონია 2017“-ის ფარგლებში.„ადრიანეს მოგონებები”, რომელიც ერთდროულად რომანიცაა, ისტორიაც და პოეზიაც, ფრანგულმა და საერთაშორისო კრიტიკამ მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად აღიარა. დიდი რომაელი იმპერატორის მოგონებების შეთხზვით მარგერიტ იურსენარმა „შიგნიდან გადააკეთა ის, რის გადაკეთებასაც მე-19 საუკუნის არქეოლოგები გარედან ეცადნენ“. ადრიანე საკუთარი ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის მკაცრი შემფასებელია. „მივიჩნევდი, რომ სამყაროს სილამაზეზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვიყავი“, – ამბობს გმირი, რომლის პრობლემები არაფრით განსხვავდება ყველა დროის ადამიანის პრობლემებისგან. ესაა საფრთხეები, ცივილიზაციებს რომ ჩასაფრებიან; ესაა ჰარმონიის მარადი ძიება ბედნიერებასა და „უზენაეს დისციპლინას“ – ადამიანის გონიერებასა და ნებას შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები