კოლხური საოქრომჭედლო სკოლის შესახებ ერმილე მაღრაძის ლექცია გაიმართება

 9 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები” ფარგლებში,  ერმილე მაღრაძის ლექცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციის სახელწოდებაა: „ადრეანტიკური პერიოდის კოლხურ საოქრომჭედლო სკოლათა სისტემა, როგორც ერთ-ერთი წინაპირობა შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის განვითარებისა”.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ რეგიონებში გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივად არსებობდნენ ტრადიციული საიუველირო სახელოსნოები. სწორედ მათ შექმნეს ქართული შუა საუკუნეების მდიდრული საოქრომჭედლო ტრადიციების წინაპირობა.
ლექციის თემაა ადრეანტიკური კოლხური საოქრომჭედლო ხელოვნების კერები. ლექციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ვანის, ისე ყვირილის ზემო წელის აუზში ადგილობრივად, მრავალი საუკუნის განმავლობაში ტრადიციულად მოქმედ სახელოსნოთა მკაფიო სურათი. ეს კერები თავიანთ სახელოვნებო და ხელოსნურ ტრადიციებს მოგვიანებით გადასცემენ შუა საუკუნეების სახელოსნოებს, სადაც შეიქმნა ჭედური ხელოვნებისა და ტიხროვანი მინანქრის მრავალი შესანიშნავი ნიმუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები