ქენდუკოს ცეკვის კომპანია მარჯანიშვილის თეატრში წარმოდგენას გამართავს

11 და 12 მარტს, 19:00 საათზე, ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, მარჯანიშვილის თეატრში ორნაწილიანი წარმოდგენა გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,  თეატრს ქენდუქოს ცეკვის კომპანია (დიდი ბრიტანეთი) ორნაწილიანი სპექტაკლით  – „მზერა“, „ჩართვა და გადართვა/გადართვა“  ესტუმრება.
„ერთი სიამოვნებაა ნახვა“, – წერს ჟურნალი „Sunday Times“ სპექტაკლ ,,ჩართვა და გადართვა/გადართვის’’ შესახებ. სპექტაკლი საკულტო ქორეოგრაფიით და ვირტუოზული შესრულებით გამოირჩევა, რომლის ავტორები შეზღუდული და შეუზღუდავი შესაძლებლობების მქონე მოცეკვავეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები