კალა-უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა

კალა-უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა. როგორც „კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, კერძოდ, მესტია-უშგულის (კმ.138-კმ.188) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ.1-კმ.138 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები