ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქალი გარდაიცვალა

 ქუთაისში, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. ​
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები