პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები გამოკითხა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ბათუმის პროკურატურის წარმომადგენლებმა გამოკითხეს. ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, ოჯახის წევრებს კითხვები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
“ოჯახის წევრები ბათუმის პროკურატურაში დაიბარეს და გასაუბრებას ჰქონდა ადგილი. ახლა დაცვის დანიშვნა დამოკიდებულია იამზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა. მაგათი გონიერების ვადა რა პერიოდს მოიცავს, ვერ გეტყვით”,-განახცადა დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
დეკანოზი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას რამდენიმე კვირაა მოითხოვს. კვლავ დაუკმაყოფილებელია მისი მოთხოვნა, რომელიც წმინდა ზიარების მიღებას ეხება. დეკანოზის ზიარების საკითხი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები