თვითმკვლელობა ბათუმში – ახალგაზრდა მამაკაცი აივანზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა, აივანზე თოკით ჩამომხრჩვალი ნახეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.
​შს სამინისტროს ინფორმაცით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები