8 მარტს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა გაიმართება

 ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, 8 მარტს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება.
მისი განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგში მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სასამართლოს მისწერა, რომ ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა და ადვოკატი აღარ არის.
”თეა წულუკიანმა სასამართლოს მისწერა ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა, ადვოკატი აღარ არის და ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოგიდგინათ, დაუშვებლად სცანითო. ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლება და წარმოადგინო განმცხადებელი სტრასბურგის სასამართლოში. ეს იციან კვალიფიციურმა იურისტებმა, მაგრამ არ იცოდა თეა წულუკიანმა. სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, ჩემი გაგზავნილი მტკიცებულებები დაშვებულია და მე კვლავ წარმოვადგენ ვანო მერაბიშვილის ინტერესებს”, – აცხადებს კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები