საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღიშული.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა სინოდის სხდომა შედგება 9 მარტს, დღის 12.00 საათზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში.
აქამდე არსებული ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა 7 მარტს უნდა გამართულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები