სტრასბურგში ევროპის საბჭოსა და საქართველოს სამ მუნიციპალიტეტს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

კასპის მუნიციპალიტეტმა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური საფუძვლების გაძლიერება ეთიკასა და გამჭვირვალობაში“მონაწილეობა მიიღო, რომელშიც საქართველოს ორ მუნიციპალიტეტთან ერთად (დუშეთი, თიანეთი), გამარჯვებულად გამოვლინდა.
​პროექტის მიზანია, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, მოქალაქეთა ინფორმირებულობითა და ჩართვის გზით, მუნიციპალიტეტის განვითარება და მომსახურების ხარისხის გაზრდა. გუშინ, მიმდინარე წლის 1 მარტს, ქალაქ სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენელსა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გოჩა გოჩიტაშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თემაზე ,,ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა“. ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს. ხელშეკრულება ძალაში შევა საქართველოს მთავრობის მიერ გრანტის მიღებაზე თანხმობისთანავე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები