სენაკში შუახნის მამაკაცი მოკლეს

სენაკში შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მეგობარი ქალის 18 წლის შვილმა მიაყენა. ცისკარა სიჭინავას ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
„კვირას“ ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევა სენაკში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოხდა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, დანაშაულამდე, 18 წლის ბიჭი და მამაკაცი საკუთარ სახლში შეშას ჩეხავდნენ, რა დროსაც მათ შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები