ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის პატივის მისაგებად გმირთა მოედანზე მივიდა. გენერალთან ერთად იმყოფებოდნენ ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.
სამხედრო კომიტეტის სახელით, გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მემორიალთან ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე.
დღესვე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გენერალი პეტრ პაველი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები