რომან კაკულია: სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდის პროცესს

“იზრდება შემოსავლები ექსპორტიდანაც და ტურიზმიდანაც , რაც ლარის კურსის გარკვეულ ბალანსს გვაძლევს”, -ამის შესახებ „კვირასა“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა თავი კარგად გაართვეს ლარიზაციის პროგრამას და ეროვნულმა ვალუტამ გარკვეულ ბალანსს მიაღწია.
„ეროვნული ვალუტის დასტაბილურება განაპირობა ექსპორტის ზრდამ, მნიშვნელოვანი იყო, ასევე, ურთიერთობები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, ამიტომ ვალუტის კურსის პროგნოზირება იყო ძალიან რთული. ყველაზე კარგად პროგნოზირებადი ფაქტორი არის ის, რომ აწარმოო ექსპორტი და გაქვს სტაბილური შემოდინება თანხის. დადებითი მომენტია ისიც, რომ სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას. ძალიან მნიშვნელოვანი იმით არის, რომ სავალუტო ფონდი, გარკვეულწილად, მწვანე შუქია საგარეო ვაჭრობასთან მიმართებაში. ჩვენი მონეტარული პოლიტიკის მთავრი ქვაკუთხედი არის ინფლაციის დონის შენარჩუნება, ასეთ დროს სავალუტო რეზერვები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, -განაცხადა რომან კაკულიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
​რომან კაკულია თვლის, რომ ეროვნულ ვალუტაზე პოზიტიური გავლენა იქონია იმ რეფორმებმა, რაც ხელისუფლებამ ლარიზაციის გეგმის განხორციელების დროს წამოიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები