ირაკლი კობახიძე პროპორციულ სისტემაზე: საერთო კონსენსუსის მიღწევა შეიძლება,სირთულეებთან იყოს დაკავშირებული

“მნიშვნელოვან სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული საერთო კონსენსუსის მიღწევა მმართველი გუნდის შიგნით”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
​კობახიძის თქმით, წინა მოწვევის პარლამენტის გამოცდილებიდან გამომდინარე, სისტემური ცვლილების ამოქმედება ძალიან გართულდა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია მმართველი გუნდის ხელმძღვანელობაში, თუმცა არ გაგვივლია ეს საკითხი 116 დეპუტატთან და აქ არის სხვადასხვაგვარი განწყობა საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. ვიდრე არ გავივლით ამ კონსულტაციებს, გაგვიჭირდება საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან, მათ შორის, ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება. წინა მოწვევის პარლამენტის გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან გართულდა სისტემური ცვლილების ამოქმედება. ამით არ მინდა თქმა, რომ ზედმეტად რთულად მესახება ეს კონსენსუსი, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ შესაძლოა, გარკვეულ სირთულეებთან და შეიძლება, მნიშვნელოვან სირთულეებთანაც იყოს დაკავშირებული საერთო კონსენსუსის მიღწევა მმართველი გუნდის შიგნით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები