„გამოითქვა მოსაზრება, რომ ახალი საარჩევნო სისტემა შეიძლება, ამოქმედდეს არა შემდგომ, არამედ იმის შემდგომ საპარლამენტო არჩევნებისთვის“

“გამოითქვა მოსაზრება, რომ ახალი საარჩევნო სისტემა შეიძლება, ამოქმედდეს არა შემდგომ, არამედ იმის შემდგომ საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
​როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პროპორციული სისტემის ამოქმედების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.
​”მმართველი გუნდის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დღეს გახმოვანებული მესიჯი ძალიან მთავარ ლეგიტიმურ მიზანს გულისხმობდა – უნდა იყოს ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და პრეზიდენტი, როგორც არბიტრი. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ეს არის ყველაზე კარგი, რაც ამ მოდელში შეიძლება ჩაჯდეს და ქვეყანა გააძლიეროს, თუმცა მის ამოქმედებაზე მსჯელობა გაგრძელდება. გამოითქვა მოსაზრება, რომ ახალი საარჩევნო სისტემა შეიძლება, ამოქმედდეს არა შემდგომ, არამედ იმის შემდგომ საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა მსჯელობა არ ყოფილა”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები