მდინარე მტკვარზე ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ თბილისში, 31 ქარხნის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ვ.გ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდა.
სამართალდამღვევს ჩამოერთვა ელექტროშოკური აპარატი, გასაბერი ნავი და ჩოგანბადე. დაილუქა ხრამულის სახეობის თევზი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები