მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს
ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის მომხრეა. როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მსჯელობა გრძელდება.
”სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრთა უმრავლესობა წმინდა საპარლამენტო მოდელს მიესალმება. ეს არის ყველაზე კარგი გზა ქვეყნის განვითარებისათვის. პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.