„ვფიქრობთ, პრეზიდენტი უნდა იყოს პარლამენტის მიერ არჩეული, თუმცა დაიშვა შესაძლებლობა, რომ იყოს გარკვეული დათქმები“
“ვფიქრობთ, პრეზიდენტი უნდა იყოს პარლამენტის მიერ არჩეული, თუმცა დაიშვა შესაძლებლობა, რომ იყოს გარკვეული დათქმები”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ მსჯელობების შედეგად, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ჩვენ ვთანხმდებით და როგორც ჩანს, კომისიის წევრთა უმრავლესობა ამას მიესალმება, რომ წმინდა საპარლამენტო მოდელი უნდა იყოს და ეს არის ძალიან კარგი გზა ქვეყნის განვითარებისათვის, რომ კონსტიტუციურ პრინციპად ეს იქნას აღიარებული. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ და ეს ასეც არის, ყველა ქვეყანაში, რომელიც ამ პრინციპს ამგვარად აღიარებს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს პარლამენტის მიერ არჩეული, თუმცა დაიშვა შესაძლებლობა, რომ იყოს გარკვეული დათქმები, მაგალითად, კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ წარმოთქმული იყო არგუმენტი, რომ პარლამენტს დღეს ეს ლეგიტიმაცია არ აქვს. ამიტომ, ხომ არ გადაიდოს შემდეგი მოწვევის პარლამენტის უფლებად ეს ყველაფერი? საბოლოოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით, გაგრძელდება მსჯელობა და ვფიქრობ, რომ მიღებული იქნება საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო გადაწყვეტილება“, -აღნიშნა მდინარაძემ.