ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმა ტერიტორიული მოწყობის საკითხს არ შეეხება

„საკონსტიტუციო რეფორმა ტერიტორიული მოწყობის საკითხს არ შეეხება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ხედვა გააცნო.
„ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით, ჩვენი საერთო ხედვა არის ის, რომ ამ ეტაპზე, ახალი სიგნალების გაშვება ჩვენთვის უფრო მეტად დამაზიანებელი იქნება, ვიდრე რაიმე სიკეთის და სარგებლის მომტანი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავტოვოთ ის ძირითადი გზავნილი, რომელიც ჩაიდო საქართველოს კონსტიტუციაში 1995 წელს და ეს გზავნილი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ ვეხებით ტერიტორიული მოწყობის საკითხებს, ჩვენი აფხაზი და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თანამოქალაქეების გარეშე. ეს გზავნილი უნდა დარჩეს ძალაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები