პრეზიდენტს, შესაძლოა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გარკვეული კომპეტენციები ჩამოერთვას

“​მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული ცვლილების თანახმად, პრეზიდენტს, შესაძლოა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გარკვეული კომპეტენციები ჩამოერთვას”, – ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და კომისიის წევრებს “ქართული ოცნების“ ხედვა და წინადადებები გააცნო.
​მმართველი გუნდი პრეზიდენტის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კომპეტენციების “სასამართლოს თვითმმართველობის ორგანოზე“ გადატანის ინიციატივით გამოდის.
“არსებითად უცვლელი რჩება სასამართლოს თავისი პრინციპული ნაწილი, თუმცა შემოთავაზებულია გარკვეული ცვლილებები, რომელმაც შეიძლება, გრძელვადიან პერსპექტივაში, საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო აამაღლოს. გვინდა, შემოთავაზებული ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში დაინახოთ. დავაკონკრეტებ, რომ საუბარია გარკვეული კომპეტენციების გადატანაზე პრეზიდენტის ინტიტუტიდან იმ ორგანოებზე, რომლებიც სასამართლოს თვითრეგულაციას და თვითმმართველობას ეფუძნება. ამის თაობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არსებობდა. თუკი ჩვენ ამ ცვლილების ეფექტს გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გამყარებას ეფუძნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი და არა პოლიტიკური ფიგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები