მმართველი გუნდი 7 წელიწადში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლის მომხრეა

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი უნდა ამოქმედდეს მოგვიანებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
​როგორც კობახიძემ განმარტა, მმართველი გუნდი 7 წელიწადში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლის მომხრეა. მისივე თქმით, არაპირდაპირი ან პირდაპირი არჩევნები არ ცვლის კომპეტენციებს, რომელიც გაწერილია მოქმედი კონსტიტუციით.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი – და ეს არის ჩვენი საბოლოო წერტილი, სადაც გვინდა რომ მივიდეთ – უნდა ამოქმედდეს მოგვიანებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ 7 წლის თავზე, ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები