სენაკში, რვა წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

სენაკში დაკარგული რვა წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბრალდებულის ადვოკატის, ლაშა ხოშტარიას განცხადებით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, მოზარდი წყალში გადავარდა, თუმცა მან დახმარება ვერ შეძლო, რადგან ცურვა არ იცის, ფაქტი კი იმიტომ დამალა, რომ შეეშინდა.
შეგახსენებთ, რომ სენაკში რვა წლის მოზარდი რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. დაკარგულის ოჯახი დაკავებულს მკვლელობაში ადანაშაულებს. უკვე მესამე დღეა, ბავშვს მდინარე ტეხურაში ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.
​მოზარდი 24 თებერვალს დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს გულის დაავადება აწუხებდა და ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა. მოზარდის დედა, მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. რვა წლის ბავშვი კი, მამასთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები